,,უნახავმა რა ნახაო… ” ლადო პაპავას შეფასება ევროპასთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლეთა და შეჩერების საფრთხის შესახებ

0
2770

,, საქართველოს ბევრი მოქალაქე, ბოდიში, მაგრამ ისე იქცევა, “უნახავმა რა ნახაო…” იმედი მაქვს, ეს პირველი ტალღა გადაივლის და ადამიანებს ეყოფათ გონიერება, უვიზო რეჟიმით ისე ისარგებლონ, როგორც რეგულაციებით არის გათვალისწინებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად ურთიერთობდეს მოსახლეობასთან, უხსნიდეს შექმნილ ვითარებას. ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ინფორმაციის საშუალებებს. ” -აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში და ღიად საუბრობს , იმის შესახებს რომ საქართველოდან მისი მოქალაქეების წასვლა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად ერთგვარი ტრადიციაა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება არაფერ შუაშია:

– ,, ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან მიდიან, ახალი არ არის და ამას უვიზო მიმოსვლის შემოღებას ვერ დავაბრალებთ. ეს ტენდენცია საბჭოთა კავშირში დაიწყო, როდესაც, მაგალითად, საქმიანობისთვის რუსეთში მიდიოდნენ. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდა. ქვეყნიდან გასვლა უკვე ჩვეულებრივ და სამწუხარო ამბად იქცა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისე ვერ ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს, არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აქ დასაქმებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები თუნდაც ეკონომიკურად განუვითარებელ რუსეთში ამჯობინებენ წასვლას.” – ფიქრობს ბ-ნი ლადო პაპავა.