ქართული დიასპორა საკონსულოებში პასპორტების ღირებულებას აპროტესტებს

0
5554

ათენის საინფორმაციო  ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, საბერძნეთში და საქართველოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან. დიასპორის წარმომადგენლები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს არსებული ხარვეზი გამოასწორონ.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულოებში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფასის 124 ევროდან მინიმუმ 68 ევრომდე დაწევა ანუ დაახლოებით იუსტიციის სახლის იმავე მომსახურების მოსაკრებელთან გათანაბრება იქნება ემიგრაციისადმი სოციალური სოლიდარობის და დაფასების პირველი ნიშანი, საქართველოს კონსტიტუციის მე-8, 13 -ე და 14 -ე მუხლების ამოქმედებასთან ერთად !
რომლებიც დღეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის N508 დებულების (ამოქმედდა მოგვიანებით თუ არ ვცდები 2014 წელს ) მოქმედების თანახმად არ მუშაობს და დარღვეულია უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში!

იხილეთ რუსთავი2ის  სიუჟეტი

http://rustavi2.ge/ka/news/101103

საბერძნეთის საკონსულოებში საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება 124 ევრო ღირს. დიასპორის წარმომადგენლები პასუხს იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებიან.

„საქართველოს მოქალაქის პასპორტი უცხოეთში ჯდება 124 ევრო და 83 ცენტი დაახლოებით. მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოში იმავე დღეს ჯდება მაქსიმუმ 205 ლარი. შესაძლებლობების და ადგილმდებარეობის მიუხედავად საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ნორმა გასწორდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან,“- განაცხადა საბერძნეთის ქართული დიასპორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა.