ქართველი ემიგრანტები დიღომში მომხდარ რასისტულ ფაქტს გმობენ!

0
8424

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტები სცემეს. იქ მდებარე სტადიონზე რამდენიმე უცხოელი ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მათ ხელკეტებით შეიარაღებული  მამაკაცები დაესხნენ თავს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიიდან გააძევეს.

ეს ფაქტი ერთ-ერთმა ფერადკანიანმა სტუდენტმა გადაიღო. დაზარალებულების თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

-ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და აქ მყოფმა ადამიანებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააგდეს. ჩემს მეგობრებს ჩხუბი არ უნდოდათ. როდესაც სახლიდან ჩამოვედი, მეც მიყვიროდნენ , მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე, – ამბობს ივზი ზაქაია.

ფერადკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

უცხოელი სტუდენტები ამბობენ, რომ კანის ფერის გამო თავს დაესხნენ

თბილისში, შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს – უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ მოძალადეები მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი შავკანიანები იყვნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ კი დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. მისივე თქმით, პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს. "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის დასამარცხებლად" წერს სტუდენტი. ტაბულა ცდილობს შს სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას.

Опубликовано ტაბულა • Tabula 8 апреля 2018 г.

ქართველი ემიგრანტები დიღომში მომხდარ რასისტულ ფაქტს გმობენ!

ვფიქრობ დღევანდელ დღეს, დიღომში მომხდარ რასისტულ-ეთნოფილეტისტური ფაქტის საპასუხოდ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს საზოგადოებამ და ღირსი მოსე ეთიოპიელის( ქართულ კალენდარში შავად წოდებულის) სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყოს ! ავთანდილ გიუნაშვილი (გიუნელი) საბერძნეთი

საქართველოში არ ვართ მზად განსხვავებული დავინახოთ და ამაზე ადაპტაცია მოვახდინოთ. სანამ ამ ძველ, პრო რასისტულ/ნაცისტურ თაობას არ მივაბარებთ საიქიოს, საშველი არ გვაქვს.
ესაა ჩემი კომენტარი იმ ვიდეოზე რომელიც ამ წუთებში ვრცელდება საქართველოში.ბექა ბექაური საბერძნეთი

“მე არ ვიცი ეს კადრები ვინ გადაიღო, შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტ სივრცეში და ორი სიტყვა რომ არ მეთქვა ვერ მოვითმინე. როდესაც ჩვენ გული გვწყდება აქ ემიგრაციაში პატარა წვრილმანზეც კი და განგაშის ზარებს შემოვცხებთ ეს იქ ჩვენს სამშობლოში ხდება. ეს ბიჭებიც ხომ ისეთივე ემიგრანტები არიან როგორებიც ჩვენ აქ. არ ვიცი რა მოხდა და ამ აგრესიას რა ახდა ფონად მაგრამ მე ვფიქრობ ასეთი ფორმით ნებისმიერი სახის აგრესია დასაგმობია რადგან ჯერ ერთი ჩვენ ქართველებს ოდითგანვე მოგვდევს სტუმარ მასპინძლობის ადათწესები 
„დღეს სტუმარია ეგ ჩემი თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა” იტყოდა დიდი ვაჟა ….
და ბოლოს ჩვენ რომ მსგავსად მოგვექცნენ აქ რას ვიზავდით,იქნებ ღირს ხანდახან დაფიქრება რადგან რასიზმი ეს არაა შეხედულება ეს დანაშაულია.”ნინა რურუა იტალია

 

“ამ ბრწყინვალე აღდგომა დღეს, ქრისტიანები დაერივნენ ფერადკანიან ახალგაზრდებს და სცემეს. მერე ეს ტიპები ეკლესიურობაზე თავს დებენ, ხატებთან იჩოქებენ, ლოცულობენ, ტაძრიდან გამოდიან და ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებენ. თქვენ ხართ ფარისევლები, რასისტები, ერის შემარცხვენელი ხალხი.
ქრისტე სიყვარულია, მას ყველა ჯიშის, რასის თუ წარმოშობის ადამიანი უყვარდა. თქვენ კი სიყვარული არ შეგიძლიათ!
დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა! მიუტევე ამ უგუნურთა, რამეთუ არ იციან, რას სჩადიან!”აშშ ცისნამი საყარლიშვილი

“რომელ განვითარებაზეა საუბარი… ღრუზინი სამარცხვინო ერი ვართ:/ შავკანიანებზე ძალადობისთვის პატრული ყურსაც არ შეიბერტყავდა.” ქეთევან გერმანიიდან

,,აბა… რომელია ამ ,,ვაჟკაცებიდან” ,, პატრიოტი” და რომელი მივიდა ოკუპირებულ საზღვართან და რამდენმა გააპროტესტა მკვლელი რუსეთის ოკუპაცია?!..
რამდენმა დალია ქრისტეს აღდგომის დღეს მართლმადიდებელი ერის სადღეგრძელო?…
მიზეზი არ მაინტერესებს, ფაქტს ვგმობ!”, – წერს სალომე ქირია.