საფრანგეთმა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა.

0
3532

საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი იურისტის და არასამთავრობო ორგანიზაცია AFG -ს  აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 აპრილს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, ხმა მისცა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონპროექტს.
ახალი კანონით  შემცირდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დოსიეს განხილვის ვადა და 11 თვის ნაცვლად განისაზღვრა 6 თვე. ცვლილებები შეეხო ასევე ქვეყნიდან გაძევების პროცედურებს და შესაბამისად. ნუგზარ სულაშვილის კომენტარის თანახმად : ,,დაჩქარდება გაძევების პროცედურა და პირები რომლებიც “დატოვე ქვეყნა”-ს შემდეგ გააგრძელებენ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრებას დაექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45-დან 90 დღის ვადით, რის შემდეგაც მოხდება იძულებითი დეპორტაცია”.