ევროკომისიაში საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა შესახებ იმსჯელეს.

0
1092

ბრიუსელი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაოსაქმეთა გენერალური დირექტორატის  ხელმძღვანელთან,პარასკევი მიხუსთან.  შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად უზრუნველყოფის კუთხით.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მრავალწლიანი ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისათვის, როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის დამრღვევთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად და წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად უკვე გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი ზომები გააცნო, მათ შორის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა, საკანონმდებლო ცვლილებები და ევროკავშირის სააგენტოებთან და მის წევრ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობა.

პარასკევი მიხუ მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი გამოყენების ფაქტების აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ქმედებებს და დადებითად შეაფასა ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამავდროულად, მან ყურადღება გაამახვილა თავად ევროკავშირში უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად.