მმართველი პარტიის წევრის აზრით ემიგრაციის არსებობა ქვეყანის მოსახლეობის გაჭირვებაზე არ მიუთითებს.

0
1305
 ბიზნესმენი  და მმართველი პარტიის წევრმა ბენო ქაშაკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ემიგრაციასა და ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებზე ისაუბრა და  განაცხადა რომ საქართველოდან ემიგრაციის არსებობა ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული და ემიგრაციის არსებობა მოსახლეობის გაჭირვებასთან არაა კავშირში. მისი მოსაზრებით: “ამერიკიდან გაცილებით დიდი პროცენტია მოსახლეობის წასული, ვიდრე საქართველოდან. იმიტომ კი არა, რომ უჭირთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნორმალურია ძლიერ ქვეყანაში, საზღვარი გაიხსნა, ადამიანი მიდის ზოგი ბიზნესს აკეთებს, ზოგი წელებზე ფეხს იდგამს” – განაცხადა ბენო ქაშაკაშვილმა.