საქსტატის ახალი მონაცემებით საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა იკლებს.

0
2606

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით საქართველოდან 2017 წელს უცხოეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ 85 451 კაცი შეადგინა , რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ემიგრაციის შემცირების ტენდენციაზე მიუთითებს. 2016 წელს ემიგრაციის საერთო რაოდენობა  98 288 კაცი იყო . საყურადღებო მონაცემებია მამაკაცთა და ქალთა პროცენტულ მონაცემებს შორისაც საქსტაის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0.3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 1 791.6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0.1 პროცენტით შემცირდა და შეადგინა 1 938.1 ათასი კაცი. საერთო ჯამში 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა.