ემიგრანტებზე საუბრისას კეთილი ინებეთ და ისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებზე.

0
5027

როცა საუბრობთ ემიგრანტებზე, კეთილი ინებეთ და ისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებზე,საქმიან წინადადებებზე ან ამ პროცესის დაწყებამდე ისაუბრეთ ამ ადამიანებისთვის მიმღებ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმების ამოქმედების ფორმირებაზე… თუ არც ერთზე არ შეგიძლიათ საუბარი და თუ მეტი უბრალოდ არ შეგიძლიათ, ისწავლეთ, გვკითხეთ და მანამდე გაჩუმდით ! ემიგრაციაში მიდიან იმისთვის, რომ ძალიან უჭირთ, აქ ვერ რეალიზდებიან იმიტომ, რომ ნეპოტიზმია, იმიტომ, რომ აქ ეკონომიკური სტაგნაციაა და ღირსეული დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია ! – ასე გამოეხმაურა დიასპორის საკითხთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი ბიზნესმენის და ქართული ოცნების წევრის ბენო ქაშაკაშვილის მიერ  ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ რომ  ემიგრაციის არსებობა ქვეყნის მოსახლეობის გაჭირვებაზე არ მიუთითებს და არგუმენტად აშშ-დან ემიგრაციის რაოდენობა დაასახელა:“ამერიკიდან გაცილებით დიდი პროცენტია მოსახლეობის წასული, ვიდრე საქართველოდან. იმიტომ კი არა, რომ უჭირთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნორმალურია ძლიერ ქვეყანაში, საზღვარი გაიხსნა, ადამიანი მიდის ზოგი ბიზნესს აკეთებს, ზოგი წელებზე ფეხს იდგამს” .

ირაკლი ღლონტს მიაჩნია რომ  საქართველოში ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სწორად უნდა შეაფასოს 1 700 000 -ზე მეტი ემიგრანტის შეუფასებელი ღვაწლი ქართული სახელმწიფოს მიმართ და აცხადებს რომ :  ,, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების კისერზე დგას მილიონზე მეტი ქართული ოჯახი და რომ არა მათი რუტინული და რისკებით სავსე შრომის შედეგად ათწლეულების მანძილზე განხორციელებული ფულადი გზავნილები, ჩვენს ქვეყანაში არსებითად მაღალი იქნებოდა სიღარიბის დონე, მათ შორის შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილიანობის ისედაც კატასტროფული მაჩვენებელი”.