ფონდ ვიკიმედიისა და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ორგანიზებით, მიმდინარეობს კონკურსი „1918 — დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“.

0
1477
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქართულ ვიკიპედიაში 1918-1921 წლების საქართველოს შესახებ სტატიების განთავსებასა და არსებული სტატიების დამუშავებას.ამ მიზნის მისაღწევად, ფონდ ვიკიმედიისა და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ორგანიზებით, დაიგეგმა კონკურსი „1918 — დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“.
წესები
  1. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია (თუ ჯერ არ ხართ ვიკიპედიელი – დარეგისტრირდით ახლავე), ვიკიპედიას თქვენნაირი ადამიანები ქმნიან.
სტატიას კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, თუ
  1. სტატია დაწერილია 2018 წლის 1 მაისის 00:01 საათიდან 2018 წლის 31 მაისის 23:59 საათამდე.
  2. სტატიის თემა უნდა ეხებოდეს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ამ დროს რესპუბლიკაში მოღვაწე პიროვნებას ან სხვა თემას, რომელიც კავშირშია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან.
  3. სტატიის ავტორი უნდა იყო შენ – ან უნდა შექმნა ახალი სტატია, ან მნიშვნელოვნად გადაამუშავო ძველი.
  4. სტატიაში უნდა იყოს მინიმუმ 200 სიტყვა.
  5. სტატია უნდა იყოს მნიშვნელოვანი, გამართული და წყაროებზე დაფუძნებული.

 

დაჯილდოვდება სამი საუკეთესო სტატიის ავტორი.
1st პირველი ადგილი : წიგნების შესაძენი 250  ვაუჩერი
2nd
 მეორე ადგილი : წიგნების შესაძენი 150  ვაუჩერი
3rd მესამე ადგილი : წიგნების შესაძენი 100  ვაუჩერი


 პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი.