კოპენჰაგენში საქართველოს საელჩო ახალ მისამართზე თანამედროვე დიზაინის შენობაში გადავიდა.

0
1373

საქართველოს საელჩოს კოპენჰაგენში 18 მაისიდან ოფიციალურად ქალაქის ეკონომიკურ ცენტრში, კალვებოდ ბრიუგეს 45 ნომერში გადადის. ძველი შენობისგან განსხვავებით, ახალი სივრცე თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და ქართულ იუსტიციის სახლსაც წააგავს.

დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის ინიციატივით, საელჩოს შიდა სივრცეში, თითოეულ კარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელება აქვს, რაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქების დასახელებებს ელჩის სამუშაო ოთახის კარზე ამოიკითხავთ. გიგი გიგიაძის თქმით, ეს არის გზავნილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოს საელჩო კოპენჰაგენში 2006 წლიდან მუშაობს. საელჩო როგორც დანიის სამეფოს, ასევე ისლანდიას ემსახურება. 2018 წლის აპრილში საელჩომ ოფისის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან ძველი შენობა სტუმრების მიღების საშუალებას არ იძლეოდა. ელჩის განცხადებით, ახალ სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი ღონისძიება, გამოფენები.

საელჩოს ახალ შენობას ოფიციალურად 18 მაისს საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე გახსნის.

ახალი სივრცის ხილვის შედგომ ალბათ არაერთ ემიგრანტს გაუჩნდება სურვილი მსგავსი საელჩო და საკონსულო მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებშიც იყოს !