იტალიაში ქართველმა დასაქმებულმა მოხუცი დამსაქმებელი გაძარცვა.

0
14471

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  იტალიაში. ქალაქ  მარტინა ფრანკაში 20 წლის საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა გოგონამ იტალელი  მოხუცი გაძარცვა . აღნიშნული ინფორმაცია  ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი სტრუქტურის მიერაც დასტურდება, აღნიშნული ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ ამ ქალაქშია დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა ხოლო თანხა საქართველოში გადარიცხა.

ქართული მედია აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს ასევე გუშინ ემიგრანტის მიერ თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებას.

წყარო: http://www.lagazzettadelmezzogiorno.it/news/taranto/1011674/martina-franca-georgiana-ruba-60mila-ad-anziana-con-alzheimer.html