უნებართვო სექსუალური მომსახურეობისთვის საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე  დააკავა

0
10305

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ვოლოსის ტერიტორიაზე სპეც ოპერაციის შედეგად უნებართვოდ სექსუალური მომსახურეობის ფაქტზე, 36 წლის საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დააკავეს.  როგორც პოლიცია იტყობინება იგი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მსგავსი კანონდარღვევის ფაქტზე რიგით მეოთხე დაკავებულია. კანონდამრღვევები სპეციალურად შექმნილი ინტერნეტ საიტის საშუალებით 100 ევროს სანაცვლოდ მამაკაცებს სექსუალური მომსახურეობის გასაწევად ვოლოსის ერთ-ერთ სასტუმროში ხვდებოდნენ. მორიგი სპეც ოპერაციის ფარგლებში საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლის მიერ დანიშნულ შეხვედრაზე სექსუალური მომხურეობის გასაწევად ამჯერად სწორედ საქართველოს მოქალაქე გამოცხადდა , რომელიც პოლიციის ინფორმაციით დანიშნული თანხის აღების შემდგომ იქნა კიდეც დაკავებული.
ვოლოსის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე  ,,სექსუალური მომოსახურეობის შესახებ” კანონის დარღვევის ბრალდების წარგენის შემდგომ სასამართლო სხდომამდე გაათავისუფლა.

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ის აგრძელებს გამოძიებას აღნიშნული და მსგავსი ტიპის ინტერნეტ-საიტების დასადგენად.

შეგახსენებთ რომ საბერძნეთში სექს მომსხურება ლეგალური მომსახურეობაა და მისით დასაქმებისათვის მსურველს შესაბამისი ნებართვა ჭირდება.

წყარო: https://www.protothema.gr

.