საფრანგეთის სასამართლომ სპეცოპერაცია „Caucase Normandie”- ს შედეგად დაკავებულ 4 ქართველ „კანონიერ ქურდს“ განაჩენი გამოუტანა

0
5164

რადიო თავისუფლებიც ცნობით საფრანგეთის ქალაქ ნანსის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა აპრილში დაკავებულ 4 ქართველ „კანონიერ ქურდს.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნანსის სასამართლოში 15 ივნისს დასრულდა სასამართლო პროცესი და „კანონიერ ქურდებს“ კ. შ-ს, ზ. ე-სა და გ. ე-ს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბ. ბ-ს 7 წლით. ოთხივე მათგანს სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა.

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა სპეცოპერაცია სახელწოდებით „Caucase Normandie,“ რომლის შედეგად დააკავეს 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი.