რომში ბინის ძარცვისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

0
2187

იტალიის დედაქალაქში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდა კარაბინიერებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბინიდან ძვირფასი ნივთების გატანას ცდილობდა.

სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პოლიციაში ბინის მეპატრონემ დარეკა. 68 წლის პენსიონერმა განაცხადა, რომ მისი სახლის კარი ღია დახვდა, ხოლო შიგნიდან საეჭვო ხმები ისმოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა კარაბინიერებმაბინის ბლოკირება მოახდინეს და ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მას თან მოპარული ნივთები და კარის საკეტის გასატეხი ხელსაწყოები აღმოაჩნდა.

ამჟამად საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც გამომძიებლები ამბობენ, ის ადრეც იყო დაკავებული ანალოგიურ დანაშაულზე და იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.