თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

0
1892

თურქეთის, ქალაქ ორდუში 40 წლის ქართველი ემიგრანტი, ნესტან სურმანიძე გარდაიცვალა. ,,პრაიმტაიმის”-ის ინფორმაციით გარდაცვლილი 5 წელი იყო ემიგრაციაში. მისი გარდაცვალების მიზეზი ნერვიულობის ფონზე გულის შეტევა გახდა.როგორც ,, პრაიმტაიმს” გარდაცვლილის დისშვილმა განუცხადა, ოჯახმა, სადაც ნესტანი მუშაობდა 5 წლის ნამუშევარი თანხა არ გადაუხადა.
,,ემიგრაციაში 5 წელი იყო. ქმარ-შვილი არ ყავდა. ის სრულიად ჯანმრთელი იყო. სახელ და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ თურქეთიდან ერთმ-ერთმა ემიგრანტმა დამირეკა და მითხრა, რომ დეიდას საკმაოდ დიდი ფული ჰქონდა ასაღები, რაც ოჯახმა არ გაუხადა და ნერვიულობის შედეგად გულზე დაარტყა. ტყუილად არ დაიღუპებოდა, გული არ აწუხებდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ოჯახმა, სადაც მუშაობდა 5 წლის ნამუშევარი თანხა არ გადაუხადა. 2500 ლირა მისცა მიცვალებული, რომ გადმოესვენებინათ” – განაცახადა დისშვილმა.
კითხვაზე თუ რატომ იმუშავა ამდენი წლის განმავლობაში უხელფასოდ, გარდაცვლილის დისშვილი ამბობს, რომ თანხის ერთიანად აღება უნდოდა  ბინის საყიდლად.
გარდაცვლილი უკვე ჩამოასვენეს საქართველოში, კახეთში და სამშაბათს დაკრძალავენ.
წყარო primetime.ge