დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს The Voice of Germany -ის ქართველი მონაწილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

0
2358

საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს The Voice of Germany -ის ქართველი მონაწილის ნათია თოდუას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს: ,, მეგობრებო,  მხარი დავუჭიროთ უნიჭიერეს ახალგაზრდა მომღერალს , გერმანიაში ქართული დიასპორის ვარსკვლავს ნათია თოდუას, რომელმაც უკვე აალაპარაკა მთელი გერმანია და მუსიკალური სამყარო!!!

ნათია თოდუა გერმანული Voice – ის, უკვე ფინალისთვის ემზადება!!!
ფინალში გასასვლელად ნათიას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა – ერთად დავუჭიროთ მხარი უნიჭიერეს ახალგაზრდა ქართველ მომღერალს!

კვირას, 10 დეკემბერს, ბერლინში ტარდება “VOICE”-ის ნახევარფინალი, რომელიც კონკურსანტების ფინალში გასვლას განსაზღვრავს. კონცერტი დაიწყება 20:15 საათზე გერმანიის დროით) და პირდაპირი ეთერით გადაიცემა ტელეარხით “SAT1”.

ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ გერმანიაში მაცხოვრებლებს და რაღა თქმა უნდა გერმანიაში მაცხოვრებელ ჩვენს თანამემამულეებს ექნებათ. მიზანშეწონილია, ნათიას მხარდასაჭერად დაწყებისთანავე ვუყურებდეთ პირდაპირ ეთერს, ვინაიდან ტელე-პროექტის მონაწილეთა ჯგუფის რიგითი ნომრები გადაცემის დაწყებისას გამოცხადდება. ნათია თოდუა წარმოადგენს მენტორ Samu-ს ჯგუფს. ხმის მიცემა ხდება ჯგუფის ნომერზე დარეკვით, რომელიც ეთერში გამოცხადდება. პროცედურა 35-40 წუთი გაგრძელდება და გამოსვლის დასასრულისთანავე წყდება.
ყველას მოგმართავთ თხოვნით, განსაკუთრებით ჩვენს თანამემამულეებს გერმანიაში აუცილებლად დააკოპირეთ (copy text) და დღეიდან და 10 დეკემბრის ჩათვლით ასეთი სახით გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა მეგობარმა დაუჭიროს მხარი ნათიას ფინალში გასასვლელად, რადგანაც ფინალში გასვლა სწორედ მაყურებელთა ზარებით წყდება.“