ავსტრიამ  საზღვრებზე დროებითი კონტროლი შემოიღო

0
1083

ავსტრიამ  საზღვრებზე დროებითი კონტროლი შემოიღო. ამის შესახებ Oberösterreichische Nachrichten-ი წერს. ვენაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ქალაქ ინსბრუკში დაგეგმილი შეხვედრაა, რომელსაც ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

შეზღუდვები მოქმედებს გერმანიისა და ავსტრიის, ასევე, იტალიისა და ავსტრიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. მძღოლები ვალდებულები არიან სვლა შეანელონ და ვიზუალური კონტროლი გაიარონ.