მათ ოთახში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს – ტრამპის განცხადება საქართველოს დელეგაციაზე

0
1754

საქართველოს წარმომადგენლებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპს „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, შეეხებიან თუ არა საქართველოს საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

„საქართველოს წარმომადგენელები იმყოფებოდნენ აქ. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი მდგომარეობის შესახებ, საქართველოსთან დაკავშირებული ვითარება რთულია. მათ ოთახში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე უპასუხა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში. „შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა არა“, – აღნიშნა ტრამპმა. ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ბრიუსელში დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან.