IMEDI NEWES – ის ინფორმაციით ყოფილ მინისტრებს ახალი მთავრობა დაასაქმებს

0
1629

IMEDI NEWES – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მთავრობის ახალი შენადგენლობის მიღმა დარჩენილი მინისტრები მუშაობას კვლავ სახელისუფლებო გუნდში განაგრძობენ.

განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოსტს დაიკავებს. კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იქნება და კულტურის სფეროს გაუწევს კოორდინირებას.

რაც შეეხება დევნილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს, მისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი დეპარტამენტი იქმნება, რომელიც კოორდინირებას გუბერნატორების მუშაობას გაუწევს. კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თვითმმართველობების კოორდინირების ნაწილის გამოყოფა და ამ ფუნქციის მთავრობის ადმინისტრაციაში გადატანა იგეგმება.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, პრემიერმა უკვე თქვა, რომ კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.