ზვიად კვაჭანტირაძემ მთავრობის წინაშე საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფასის საკითხი დასვა

0
8243
  ,, არ შემიძლია არ შევეხო საქართველოს მოქალაქის პასპორტების თემას. დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება ხუთჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საქართველოში. ეს უსამართლობაა, რაც სასწრაფოდ აღმოსაფხვრელია.”  – განაცხადა დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების დროს საკუთარი გამოსვლისას. – ქალბატონმა თეამ, იუსტიციის მინისტრმა მოგვცა პირობა, რომ მომავალი წლისთვის აუცილებლად გადაწყდება ეს პრობლემა.” 
   ბატონო მამუკა, თქვენს მიერ გადადგმული პირველივე ნაბიჯებიდან ხედავთ ჩვენს კეთილგანწყობას. დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება ბოლომდე და გულწრფელად მჯერა, იქნებით წარმატებული პრემიერ მინისტრი. აქვე მინდა გავიხსენო აკაკი ბაქრაძის სიტყვები, როდესაც ის რუსთაველი თეტრის დირექტორად დაინიშნა, კითხვაზე, თუ როგორ მიიღეს, მან უპასუხა: „მთავარია, როგორ გამაცილებენ“. გისურვებთ, რომ წლების შემდეგ, როდესაც თქვენ აღარ იქნებით პრემიერ მინისტრი, გქონდეთ იმის თქმის საშუალება, რომ ღირსეულად გაგაცილეს.” – მიმართა ახალ პრემიერ- მინისტრს ზვიად კვაჭანტირაძემ