ზვიად კვაჭანტირაძემ პრემიერს დიასპორული ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამების ინიციატივით მიმართა

0
2564
 მმართველი პარტიის წევრმა და დიასპორის საკითხთა კომიტეტტის თავმჯდომარემ დღეს პრემიერ მინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდან დიასპორული ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამების ინიციატივით მიმართა: ,,საქართულმა ემიგრაციამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგოც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი, ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა გულწრფელად მზადაა და სამშობლოს კარი მუდამ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი და მონდომება გააჩნია დაბრუნდეს საქართველოში.
 მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით მეტად მოტივირებულნი, რომ შევქმნათ სათანადო პირობები. შესაბამისად, იმ ინოვაციური გეგმებისა და რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც წარმოადგინეთ ჯერ ფინანსთა მინისტრის და ეხლა – პრემიერ მინისტრის პოსტზე ხუთპინქტიანი გეგმის ფარგლებში, ქართულ დიასპორასა და ემიგრაციას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მე მხოლოდ სამეცნიერო და ინტელექტუალურ პოტენციალს არ ვგულისხმობ, რომელზედაც თქვენ ისაუბრეთ. ამასთან, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ფულად გზავნილებს, რომლებიც ხშირად საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოლია და ზოგჯერ აღემატება კიდეც. ეს ფულადი გზავნილები ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თუნდაც აქედან გამომდინარე ქართული დიასპორა და ემიგრაცია მეტ ყურადღებას იმსახურებს.
  სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, საქართველოში უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობის განხორციელების მიზნით, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების დასაინტერესებლად.
თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ სასტარტო კაპიტალის ხელშეწყობის პროექტებში დიასპორული პოტენციალის გათვალისწინება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროსაც უნდა ვთხოვოთ მიზანმიმართულად შეიქმნას სპეციალური პროგრამები, მაგალითად, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და ა. შ. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დიასპორულ ინვესტიციებს.” – განაცხადა ახალი მთავრობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ზვიად კვაჭანტირაძემ.