იშვიათია შემთხვევა, როდესაც პატიოსანი ქალი ჩამოდის თურქეთში და მას ვინმე უანგაროდ და ალალად დაუდგეს გვერდში – ემიგრანტის ემოციური წერილი თურქეთიდან

0
15471

თურქეთში მცხოვრები ნიკოლოზ ბურგენიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის დეტალურად ყვება ყველაფერს, რაც მას გადახდა თავს.

„ამ წამს ვარ თურქეთში და კარგად ვიცი ქალების თემაც. 70% ბოზია! ქურთის საყვარელი რომ ქალი გახდება, ის ადამიანია? „აქსარაის“ სადგურში მრავლად არიან ქართველი ქალები, განსაკუთრებით კვირა დღეს და რესტორან ძველ „ნიკალაში“ მიდის ქეიფენი. ათასჯერ მიჩხუბია, როცა ბაყვებზე ხელებს უფათურებენ ხალხის თვაწინ თურქები ქართველ გოგოებს და აქეთ მე გამლანძღეს რა უფლება გაქვს ჩემს საქმეში რომ ერევიო.

ქალი ჩამოვიდა საქართველოდან და ტიროდა, აღარ ვიცი რა ვქნაო, ქმარი ცუდად მყავს და შვილები ვინ შეინახოსო. ქართველ დამსაქმებელთან ეს რომ თქვა იმან დააწყნარა, ნუ ღელავ, მაგარ ბედში ჩაგაგდებო. ვერ მივატოვე და დაველოდე რას უზამს-თქო. მოვიდა 60 წლამდე მამაკაცი და ამ ულამაზეს გოგოს ხამად დააცქერდა. თურქულად წავიდა საუბარი, რა დროსაც ეს ახვარი დამსაქმებელი ეუბნება თურქს, ასე-ასე არის საქმეო და თუ წაიყვან კაი გოგოც დაგრჩება და საქმესაც იაფად გაკითებსო. (რა თქმა უნდა, ეს დამსაქმებელიც ფულს მიიღებდა) შეთავაზება იყო ასეთი: ეს გოგო უნდა ემუშავებინათ ლოკანტაში, სადაც მას იქვე ექნებოდა საძინებელიც. ამაზე მე ვუთხარი იქვე ამ გოგოს, რომ ეს კაცი ასე გიპირებს-თქო და ნუ ენდობი. შენი გამოყენება სურს-მეთქი და შესაძლოა ძალოდობის მსხვერპლიც გახდე-მეთქი. ამ დამსაქმებელმა კი ერთი ამბავი ატეხა, ვითომ კლიენტს ვახევდი. მოკლედ, ეს გოგო გამოვარიდეთ და „ბექა ტურში“ მოვასვენე ცოტახანს. 1 საათში „პანსიონატში“ მივიყვანე და დღეში 20 ლირას მე ვუხდიდი. ამას იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ვინმემ ტაში დამიკრათ, უბრალოდ იშვიათია ასეთი შემთხვევა, როდესაც პატიოსანი ქალი ჩამოდის აქ და მას ვინმე უანგაროდ და ალალად დაუდგეს გვერდში. მართლა არ ამომდის ამ გოგონას სევდიანი თვალები გონებიდან, როგორ მოსდიოდა სიმწრის ცრემლები. ბედისგან მიტოვებულები რატომ უნდა ვიყოთ აქ სხვის მონობაში და ისიც დაუფასებლობის მსხვერპლნი. 31 წლის გოგო აქ ჩამოვიდა, რადგან ორ შვილს და ავადმყოფ ქმარს მიხედოს. ვინ შევა მის მდგომარეობაში, არც არავინ! გადაგდებაზეა აქ ხალხი, რადგან თავად იყვნენ კარგად. თავიდან რომ ჩამოვედი, ყველამ მითხრა არავის ენდოვო, განსაკუთრებით ქართველსო. სამჯერ გადამაგდეს და ფული არ მომცეს. სიმწრის ცრემლები მდიოდა, რადგან ჩემს ოჯახს ლუკმა პური ენატრებოდა, მე კი ვერაფერს ვშველოდი. სტამბულის ცენტრში ღამე გამითევია ქუჩაში, მშიერზე აღარ ვამბობ არაფერს, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, როდესაც პაკისტანელებთან ერთად სამი დღე ზღვის პირზე კარდონის ხუხულაში ვათევდი ღამეს. არავინ დამხმარებია, მაგრამ არა გავნორეტბულვარ, რადგან ეს ჩემი სისუსტე იქნებოდა. დღეს ეს  გოგო  და მე ერთად ვმუშაობთ და უკვე ჩემი მეოთხე დაიკოა. იმაზეც შევთახმდით, როდესაც საქართველოში ჩავალთ, ბავშვსაც მოვუნათლავ” – წერს თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

წყარო: http://mystar.ge