ქართულ კულინარიაზე გერმანულად წიგნი გამოიცა

0
1323

ოლია ჰერკულესის „კავკასია – კულინარიული მოგზაურობა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ გერმანულ ენაზე გამოიცა გამომცემლობის Knesebeck Verlag მიერ. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

წიგნი Amazon-ზე 30 ევროდ იყიდება.

33 წლის მზარეულმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ქართული კულინარიის შესწავლა. 2016 წელს The Wall Street Journal-მა ვრცელი სტა­ტი­ა მიუძღვნა ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნელ კუ­ლი­ნარს, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთს ქარ­თულ კერ­ძებს აცნობდა.

„სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო ფან­ტას­ტი­კუ­რია, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით შე­მო­ვი­ა­რეთ”, – ყვე­ბა იუ­ლია Wall Street Journal-თან სა­უ­ბარ­ში. ის ასევე ამბობს, რომ თბი­ლის­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­დაც მე­გობ­რე­ბის და უცნობების წრე­ში ხდე­ბა სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ხინ­კლით, ხა­ჭა­პუ­რი­თა და სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბით და­ხუნძლულ მა­გი­და­ზე კი და­უს­რუ­ლებ­ლად სვა­მენ ღვი­ნო­სა და ჭა­ჭას.

ოლია ჰერკულესი წარმოშობით უკრაინელია და ბრიტანეთში ცხოვრობს.