უნგრეთის ხელისუფლება მიიჩნევს რომ მიგრაცია ადამიანის უფლებად არ უნდა ფიქსირდებოდეს საერთაშორისო დოკუმენტებში

0
1442

  გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებმა  Global Compact for Migration-ი გასულ კვირას წარადგინეს შეთანხმებას დოკუმენტი, რომელიც მიზნად მიგრაციის გლობალური პოლიტიკის შემუშავებას და საერთაშორისო გამოწვევის აღმოფხვრას ისახავს, მას  ხელი დეკემბერში, მაროკოში უნდა მოაწერონ.

მაგრამ დღეს გახდა ცნობილი რომ უნგრეთი გაეროს მიერ შემუშავებულ  შეთანხმებას გამოეთიშება, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. დიპლომატის თქმით, დოკუმენტი საღ აზრს და უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ შეთანხმებაში მიგრაცია ადამიანის უფლებად არის მოხსენებული, ეს კი ოფიციალური ბუდაპეშტისთვის მიუღებელია.

უ​ნგრეთის ხელისუფლება მიგრაციასთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკის გატარებას განაგრძობს. ოფიციალური ბუდაპეშტი ევროკავშირის კვოტების საფუძველზე მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებს.