ნინი შერმადინი ელენე დუმბაძის დასახმარებლად სტამბოლში საქველმოქედო კონცერტებს გამართავს

0
2767

ცნობილი ქართველი მომღერალი 18-19 აგვისტოს სტამბოლს ეწვევა და თავად ემიგრანტობის გამოცდილების მქონე ვარსკვლავი ემიგრანტებს გაახარებს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი აცხადებს ნინი შერმადინის მიწვევა პატარა ელენე დუბაძის მხარდაჭერის სურვილმა გააბედინათ : ,, ვიცოდიდით რომ ნინი გამორჩეული ადამიანი იყო მაგრამ მინდა გითხრათ მისმა სითბომ და თავმდაბლობამ, მისმა ადამიანურმა და კეთილშობილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ ამ საქველმოქმედო საღამოს ქართველებისთვის ხშირ თავშეყრის უბან აქსარაიაში მოკრძალებულ კაფე “ანგაში” ვატარებთ და სწორედ ეს გამოარჩევს ნინის, რომ მან უარი არ განაცხადა და ყველანი ბედნიერები ვართ რომ შევძლებთ ერთად დავეხმაროთ პატარა ელენეს.”

მუსიკალური საღამოები 18 და 19 აგვისტოს შედგება და 16:00 სთ-ზე დაიწყება.