გაჭირვებამ და უმუშევრობამ წლების წინ ათასობით ჩვენი თანამემამულე წაიყვანა უცხო მხარეში გადარჩენისთვის- ირაკლი ღარიბაშვილის ხედვა ქართული დიასპორის შესახებ

0
1837

“გაჭირვებამ და უმუშევრობამ წლების წინ ათასობით ჩვენი თანამემამულე წაიყვანა უცხო მხარეში გადარჩენისთვის, ოჯახების რჩენისთვის. მათ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, თუმცა საკუთარმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი სათანადოდ დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს უსაზღვროდ უყვართ თავისი ქვეყანა, და თუ ჰკითხავთ, რა არის მათი ოცნება, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ მათი ოცნება სამშობლოში დაბრუნება და საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ქართულ დიასპორას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი – ადამიანური კაპიტალი, ჩვენი მთავარი რესურსი, რომელიც გაფანტულია მთელ მსოფლიოში. ქართულ დიასპორას თავისი კვალიფიკაციით, პროფესიული უნარ-ჩვევებით და გამოცდილებით ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მათი პოტენციალი და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მათი ძალა, ენერგია, ინტელექტუალური რესურსი და შრომისმოყვარეობა ჩვენი ქვეყნის პროგრესისკენ და კეთილდღეობისკენ იყოს მიმართული. “- ეს სიტყვები საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა  2014 წელს დიასპორის ფორუმზე წარმოთქა.