იბიცელი ქართველი დიჯეი რომელიც უცნობილეს Tomorrowland 2018 -ზე დაუკრავს

0
1194

მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი წარმატებული ქართველი ცხოვრობს, რომელთა შესახებ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არავინ იცის. „რეიტინგი“ ამჯერად გაგაცნობთ ახალგაზრდა მუსიკოსს, წარმატებულ დიჯეის, რომელიც იბიცაზე ცხოვრობს. გიორგი ქადარია საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა და უცხო ქვეყანაში ისეთ წარმატებას მიაღწია, ხვალ მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე Tomorrowland დაუკრავს.

– დიჯეობამ სკოლის ასაკში გამიტაცა. ბოლო კლასებში ვუკრავდი კიდეც, მაგრამ ეს უფრო რადიოს დონეზე იყო, ერთი სიმღერა რომ მორჩება და მეორეს გაუშვებ დაახლოებით ასე. 1999 წელს თბილისში ქულიო ჩამოვიდა, მინდოდა მისი კონცერტზე დასწრება, მაგრამ ბილეთი არ მქონდა. მაინც წავედი, ვიფიქრე, იქნებ როგორმე შესვლა მოვახერხო-მეთქი. ფილარმონიას სამ რიგად ჰქონდა „ალყა შემორტყმული“, შემთხვევით შემხვდა დათო ფორჩხიძე, მომიკითხა და როცა გაიგო შესვლა მინდოდა, მოსაწვევი მომცა. კონცერტის მსვლელობისას ქულიომ იკითხა გარეპვა ვის შეუძლიაო და მე, კაბუ და კიდევ ერთი ბიჭი აღმოვჩნდით მასთან სცენაზე. პირველად მაშინ ვნახე სცენაზე გაღვივებული დიჯეობა. 
– როდის წახვედი საქართველოდან?

– პირველად 2007 წელს წავედი თურქეთში, დაახლოებით ორი წელი იქ ვიმუშავე. თურქეთში გავიცანი ჩემი ცხოვრების სიყვარული, რომელიც ბელგიიდან იყო ჩამოსული და რადგან ის ვერ გადმოვიდოდა ჩვენთან საცხოვრებლად, მე წავედი ბელგიაში. ბელგიაში ჩასვლიდან 8 თვეში ვიშოვე ჩემი პროფესიით სამსახური და პროფესიონალურ დონეზე სწორედ აქედან დავიწყე დიჯეობა. შემდეგ გადავედი ლონდონში, სადაც ლონდონის წამყვან კლუბებში ვუკრავდი. ლონდონიდან კი ბელგიაში დავბრუნდი და ჯორჯო არმანისთან დავიწყე მუშაობა.
– არმანისთან რას აკეთებდი?
– კიდევ მაქვს ერთი პროფესია გაყიდვების სფეროში და სწორედ ამ კუთხით დავიწყე მუშაობა ჯორჯო არმანისთან. არმანი ჯინსის ხაზის გაყიდვები, ანტვერპენის მაღაზიის მენეჯმენტი, მილანსა და პარიზში საქონლის შეძენა და ივენთები მებარა. ამის პარალელურად სულ ვდიჯეობდი. არმანი იყო ჩემი საოცნებო კომპანია, სადაც ყოველთვის მინდოდა მუშაობის დაწყება, ეს სურვილი ამიხდა, თუმცა, ვხვდებოდი ჩემი მთავარი საქმე მუსიკაა და გადავწყვიტე ყველაფერი დამეტოვებინა და სამუშაოდ იბიცაზე წავსულიყავი. ბელგიისა და ჰოლანდიის  ეპისკოპოსის დესითეოს ბოგვერაძის კურთხევით ვხელმძღვანელობდი, ანტვერპენის წმ. ნინოს ტაძრის მგალობელთა გუნდს, იბიცაზე გადმოსვლის გამო მომიწია დეკანოზ დავითის, მგალობელთა გუნდის და საერთო საქმის შუა გზაზე მიტოვება. რისთვისაც მინდა ყველა მათგანს ბოდიში მოვუხადო.
– მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას?
– ოჯახს ავუხსენი ჩემი გეგმები და წავედი. იბიცა მარტოხელა კაცს უცბად შთანთქავს, ამიტომ იქ როგორც კი ავაწყვე ყველაფერი, ოჯახიც წავიყვანე. მე იბიცაზე წაგებული არ წავსულვარ, თავდაჯერებული ვიყავი და გამიმართლა. ეკლესიურად ვცხოვრობ, ყოველთვის მაქვს ღმერთის იმედი და, როგორც ჩანს, აქაც მითვალთვალებს და გამიმართლა.
– ბელგიელი მეუღლის და თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით…

– როგორც გითხარით, მე თურქეთში ვმუშაობდი, სადაც ტურისტად ჩამოვიდა ჩემი მომავალი მეუღლე. წარმოშობით ლათინო-ამერიკელია, ე.წ. მულატკაა. ხან კიევში ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან თბილისში, სადაც მე ვიზის გარეშე შემეძლო ჩასვლა, ასე გაგრძელდა წელიწადნახევარი, გადავწყვიტეთ უფრო მეტი შანსი მიგვეცა ჩვენი სიყვარულისთვის და მე წავედი ბელგიაში საცხოვრებლად. გვყავს 7 წლის ვაჟი მარლი ილია ქადარია.

– გააქრისტიანეთ მეუღლე?
– თავად მოინათლა. ქრისტიანი იყო, მაგრამ მართლმადიდებელი დაქორწინების შემდეგ გახდა, თბილისში მოინათლა ჩვენს შვილთან ერთად. 
– გიორგი, ცნობილია, რომ ხვალ მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე Tomorrowland-ზე დაუკრავ, როგორ მოხვდი ყველა დიჯეისთვის საოცნებო ფესტივალზე?

– წელს პირველად ვუკრავ Tomorrowland-ზე, ბოლო ივენთი როცა გავაკეთე „არმანისთვის“, მაშინ მივხვდი, რომ არ უნდა დავნებდე გარემოს. გადავწყვიტე ფესტივალს დავკავშირებოდი და მარტში გავგზავნე ჩემი cv, აღარც ველოდი თუ დამიკავშირდებოდნენ და როცა მომივიდა დასტური, ვერ ვიჯერებდი. ეს სულ სხვა დონის გამოცდილებაა დიჯეისთვის და ამაზე მაღალი გამოცდილება არ არსებობს. ეს კიდევ უფრო მეტ კარს გამიხსნის.

წყარო:reitingi.ge