დაავადება რომლითაც ემიგრანტი ქალები ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ იტანჯებიან

0
24646

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­გან ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ ემიგ­რა­ცია ერთი დიდი ჭა­ო­ბია, სა­დაც თუ ფეხი ერთხელ მა­ინც მო­გიხ­ვდა, მერე თა­ვის დაღ­წე­ვა წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია… მი­უ­ხე­და­ვად გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი­სა, რო­მელ­საც სამ­შობ­ლო­სა და ოჯახს მო­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად და ყო­ველ­წა­მი­ე­რად გა­ნიც­დი­ან, ისი­ნი ვერ და არ ბრუნ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამი­სათ­ვის არა­ერ­თი სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

ხში­რად გა­ი­გო­ნებთ აგ­რეთ­ვე, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ ემიგ­რან­ტებ­მა იხ­სნეს ქვე­ყა­ნა და ოჯა­ხე­ბი შიმ­ში­ლი­სა­გან, მაგ­რამ აღარც ის წარ­მო­ად­გენს სა­ი­დუმ­ლოს, რომ სა­კუ­თარ სა­ხელ­მწი­ფოს და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხებ­საც, ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­დამ­რჩე­ნელ “ბან­კო­მატ ქა­ლებს” (ხაზს ვუს­ვამ სქესს, რად­გან შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის თით­ქმის 90 პრო­ცენტს მდედ­რო­ბი­თი სქე­სი წარ­მო­ად­გენს. ავტ.), რის ფა­სად უჯ­დე­ბათ ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ ად­გი­ლის პოვ­ნას. ხში­რად, ფსი­ქი­კა და ჯან­მრთე­ლო­ბა შერ­ყე­ულ­ნი ბრუნ­დე­ბი­ან, რაც უფრო არ­თუ­ლებს მათ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ოჯა­ხებ­სა და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.არ ვა­პი­რებ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი ის­ტო­რი­ით აგი­ჩუ­ყოთ გული, მინ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მა­ზე შე­ვა­ჩე­რო თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გან­გა­შის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. სა­უ­ბა­რია და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ემიგ­რანტ ქალ­ბა­ტო­ნებს, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ უვი­თარ­დე­ბათ, რო­დე­საც დიდი მო­ნატ­რე­ბით და უდი­დე­სი მო­ლო­დი­ნე­ბით ბრუნ­დე­ბი­ან ოჯა­ხებ­ში, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მიერ ნა­ლო­ლი­ა­ვებ და ნა­კო­წი­წებ სახ­ლებ­ში და ახ­ლობ­ლე­ბის გუ­ლებ­ში მათი ად­გი­ლი აღარ არის. სა­უ­ბა­რია და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნელ­მა ფსი­ქი­ატ­რებ­მა “იტა­ლი­უ­რი სინ­დრო­მი” უწო­დეს.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის კონ­სულ­ტან­ტი­სა და მათი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლის, მა­სი­მო ჯა­კო­მი­ნის ვი­დეო, რო­მე­ლიც შეშ­ფო­თე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პით. AMBEBI.GE ჯა­კო­მინს და­უ­კავ­შირ­და. მან კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა სა­კი­თხით ქარ­თუ­ლი მე­დი­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, რად­გან რო­გორც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რის და­წყე­ბა მისი გა­დაჭ­რის გზის და­სა­წყისს ნიშ­ნავს.

“ჩემ­თვის, რო­გორც იტა­ლი­ე­ლი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მტკივ­ნე­უ­ლია იმის ცოდ­ნა, რომ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემი ქვეყ­ნის სა­ხელს ატა­რებს. პირ­ვე­ლად ეს მოვ­ლე­ნა, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში 2005 წელს და­სა­ხელ­და ორი ფსი­ქი­ატ­რის მიერ. მათ შე­ამ­ჩნი­ეს, რომ იტა­ლი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი ოჯა­ხებ­ში მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბად და მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, ერთი და იგი­ვე სიმპტო­მე­ბი უვი­თარ­დე­ბო­დათ.

რა არის “იტა­ლი­უ­რი სინ­დრო­მი”? ეს არის ერ­თგვა­რი დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა რთულ ფორ­მებ­ში. იგი ნელ-ნელა მთელს ევ­რო­პა­ში ვრცელ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქა­ლე­ბი იტან­ჯე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ძი­რი­თა­დად “ბა­დან­ტე­ე­ბად”, ანუ მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად მუ­შა­ო­ბენ.

რო­დე­საც ემიგ­რან­ტე­ბი სამ­შობ­ლო­ში, წლე­ბის წინ და­ტო­ვე­ბულ ოჯა­ხებ­ში ბრუნ­დე­ბი­ან, ავ­ლე­ნენ შემ­დეგ სიმპტო­მებს: მუდ­მი­ვი გა­დაღ­ლი­ლო­ბა, უძი­ლო­ბა, წო­ნის მკვეთ­რი კლე­ბა, უხა­სი­ა­თო­ბა, თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ფიქ­რი”, გან­მარ­ტავს ჯა­კო­მი­ნი და იქვე და­ა­ვა­დე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ მი­ზე­ზებ­ზეც სა­უბ­რობს:”ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია რა­ტომ მი­დი­ან ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. ხში­რად, ისი­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე, დიდი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან – მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი, ექი­მე­ბი, მათ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო უწევთ და­ტო­ვონ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ოჯა­ხე­ბი, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, ჩა­მო­დი­ან იტა­ლი­ა­სა და სხვა და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში და უმე­ტეს­წი­ლად ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბად, ან მომ­ვლე­ლე­ბად მუ­შა­ო­ბენ, რაც მათი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ხში­რად თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­თელ­ვის ტოლ­ფა­სია. ისი­ნი ვე­ღარ პო­უ­ლო­ბენ სა­კუ­თარ ად­გილს. ერთ მხა­რეს არი­ან ქმრე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ შო­უ­ლო­ბენ სამ­სა­ხურს; შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­დე­ბის გა­რე­შე იზ­რდე­ბი­ან და გა­მუდ­მე­ბით ითხო­ვენ ფულს; მე­ო­რე მხა­რეს კი, არი­ან ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად კვი­რა­ში შვი­დი დღე და დღე-ღა­მე­ში 24 სა­ათს მუ­შა­ო­ბენ მო­ხუ­ცებ­თან და არა­ვის­თვის სა­ი­დუმ­ლოს არ წარ­მოდ­გენს, რომ დამ­საქ­მე­ბე­ლი ოჯა­ხე­ბის მხრი­დან, ძა­ლი­ან ხში­რად, მათი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა. ცხოვ­რე­ბის ასე­თი რიტ­მი, დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და სხვა, ქმნის ფუნ­და­მენტს იმ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც “იტა­ლი­უ­რი სინ­დრო­მი” ჰქვია”.

რუ­მი­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ 2010 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მი შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის შვი­ლებ­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბია: გულ­ჩა­თხრო­ბი­ლო­ბა, გა­რე­მო­დან იზო­ლი­რე­ბის მცდე­ლო­ბა, სწავ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სის და­კარ­გვა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის­გან გან­კურ­ნე­ბის მხო­ლოდ ერთი მე­თო­დი არ­სე­ბობს და ეს ოჯა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა; ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის და­ფა­სე­ბა და მი­ღე­ბა, სი­ტუ­ა­ცი­ის გა­თა­ვი­სე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა და გულ­წრფე­ლად ჩა­ხუ­ტე­ბაა. რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, თუ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მა­ინც, პი­როვ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა­სა და ოჯახ­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ახერ­ხებს, და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა.

“მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც მინ­და ყვე­ლა ემიგ­რან­ტამ­დე მი­ვი­ტა­ნო, არის შემ­დე­გი – იბ­რძო­ლეთ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის­თვის, მო­ი­თხო­ვეთ კუთ­ვნი­ლი დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბი და დღე­ე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნეთ და გა­ა­ტა­რეთ შვე­ბუ­ლე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში! ეს შე­გი­ნარ­ჩუ­ნებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და უფრო შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბიც იქ­ნე­ბით”, – ამ­ბობს შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

“ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩემი მე­სი­ჯი მი­აღ­წევს იტა­ლი­ურ ოჯა­ხე­ბამ­დეც, სა­დაც ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ოჯა­ხე­ბამ­დე, რო­მელ­თაც არ უნ­დათ სცნონ “ბა­დან­ტე­ე­ბის” უფ­ლე­ბე­ბი. მინ­და ვუ­თხრა მათ, რომ რო­დე­საც სა­მუ­შა­ო­ზე აჰ­ყავთ მომ­ვლე­ლი, არ ნიშ­ნავს, რომ მო­ნას ყი­დუ­ლო­ბენ ბა­ზარ­ზე. მათ აქვთ ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს და ისი­ნი არი­ან პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ ჩვენ­თვის უძ­ვირ­ფა­სეს ადა­მი­ა­ნებ­ზე”, – ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა მა­სი­მო ჯა­კო­მინ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი.

თუმ­ცა, მხო­ლოდ იმედ­ზე ყოფ­ნა, მა­შინ რო­დე­საც სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბის 25 % იტან­ჯე­ბა, მი­ნი­მუმ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბაა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოქ­მე­დე­ბა, რად­გან რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე გან­მარ­ტავს – “დეპ­რე­სია – სუ­ლის მკვდა­რი ნაფ­ლე­თე­ბის შენს შიგ­ნით ტა­რე­ბა, სა­კუ­თარ გვამ­ზე ორ­სუ­ლო­ბაა”. ეს არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ნელ-ნელა ში­ნა­გა­ნად ანად­გუ­რებს ადა­მი­ანს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჩარ­თუ­ლო­ბა არა ფორ­მა­ლუ­რად, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, მა­ნამ­დე კი, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ემიგ­რა­ცი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფა­სო სა­ტე­ლე­ფო­ნო იუ­რი­დი­უ­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სა­თარ­ჯიმ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

და რაც მთა­ვა­რია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა. ალ­ბათ დროა, ამ ქალ­ბა­ტო­ნებს ჩა­მოს­ცილ­დეთ “ბან­კო­მა­ტი ქა­ლე­ბის” იარ­ლი­ყი. ოჯა­ხე­ბი უნდა შე­ე­ცა­დონ მი­ი­ღონ დე­დე­ბი იმ გუ­ლით, რა გუ­ლი­თაც ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბი­ან. არა­ვინ იმ­სა­ხუ­რებს ში­ნა­გა­ნი ტკი­ვი­ლის­გან ნელ-ნელა სიკ­ვდილს მა­შინ, რო­დე­საც ამ ტკი­ვი­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის­გან ხსნის გამო, სა­კუ­თარ მეზე უა­რის თქმაა.

ნინო მა­მუ­კა­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად იტა­ლი­ი­დან 

AMBEBI.GE