ანგელა მერკელი დადებითად აფასებს საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირებას

0
2046

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან მალე ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.