მექსიკაში ღამის გასათევის გარეშე დარჩენილ უცხოელებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური კავშირისთვის აღარ დასჯიან

0
1540

მექსიკის ქალაქ გუადალახარაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური კავშირის დამყარება არ დაისჯება. ამის შესახებ NBC Washington-ი წერს. კერძოდ, ახალი დადგენილების თანახმად, პოლიცია ვერ შეძლებს დააჯარიმოს და დააკავოს პირები, რომლებიც სექსით დაკავდებიან საჯარო სივრცეში, ავტომობილში ან სხვა ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა ადამიანები აღმოჩნდნენ.

მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში დასჯიან, თუ მათი ქმედების გამო სხვებს პრეტენზიები ექნებათ ან უჩივლებენ. როგორც ადგილობრივი მთავრობა განმარტავს, პოლიციამ მეტი დრო დანაშაულთან ბრძოლას უნდა დაუთმოს და არ შეაწუხოს ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა სასტუმროში ღამის გასათევი ფული არა აქვს.