იყო ღამე როცა, არ მინახავს სიზმრად საქართველო და ჩემი ხალხი ?-მანანა კვირიკაძის პასუხები ჩვენს კითხვებზე

0
1232

 DIASPORA.GE- ს ახალი პროექტის ,,მხოლოდ ემიგრანტის პასუხების” დღევანდელი სტუმარი ყველასათვის საყვარელი და კეთილშობილი  ჩვენი თანამემამულე მანანა კვირიკაძეა ,   მოდით მოვუსმინოთ ქალბატონ მანანას – როგორც ემიგრანტის პასუხებს ჩვენს  ,,ემიგრანტულ” ბლიც – ინტერვიუში

ბავშვობაში ვოცნებობდი გავმხდარიყავი – ნამდვილი ადამიანი და სიკეთე მომეტანა ყველასათვის.

გადავწყვიტე  საქართველოდან წამოვსულიყავი იმიტომ რომ 
როგორც, ყველა წამოვედი ეკონომიური პირობების გასაუმჯობესებლად.

მოვდიოდი და ვფიქრობდი –  ეს ყველაფერი დროებითია და მალე საქართველოც აყვავდება და მეც დაბრუნდები – თქო.

ემიგრანტი იყო ჩემთვის ნიშნავს – უცხო მიწაზე დროებით დაიმკვიდრო თავი და იბრძოლო გადასარჩენად!

პირველად როცა დავადგი ფეხი უცხო მიწაზე გავიფიქრე-  უნდა გავძლო …..დროზე უნდა დავბრუნდე სამშობლოში ….აქ ფესვებს ვერ გავიდგამ….

მინდოდა მეტირა მაშინ როცა – როცა გამიღვიძია უცხო სახლში,უცხო საწოლში…სხვის ბალიშზე და ჩემი სახლის სურნელი მომნატრებია!

სიზმრად ვანახე საქართველო – იყო ღამე როცა, არ მინახავს სიზმრად საქართველო და ჩემი ხალხი ?

მონატრება ეს არის – როცა სხეულით სხვაგან და სულით საქართველოში ხარ და შენი სული ვერ ისვენებს და ბობოქრობს.

როცა დავბრუნდები საქართველოში –  როცა დაბრუნდები პასუხი მერე მექნება იქედან საქართველოდან….!

ფაქტი შენს შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს – არის  ზოგისთვის უცნობი და ზოგისთვის ძალიან ნაცნობი ფაქტი ჩემს შესახებ რომ მიყვარს უბრალო და ნამდვილი ადამინები,ნიღაბის გარეშე ადამიანები და მათთან ხშირი კონტაქტი.