საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით მის მიერ თბილისში ვიზიტად მყოფ, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის საკითხი დააყენა.დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა რომ მის მიე: ,,დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება.” – აღნიშნა ,,ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა და ხელისუფლებას მოუწოდა გააგრძელოს შემდგომი სამუშაოები ამ მიმართულებით, ვინაიდან გერმანიის პირველმა პირმა ამ ინიციატივის შესახებ დადებითი მზაობა გამოხატა.
Home E-მიგრანტი დავით ბაქრაძემ ანგელა მერკელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობის თხოვნით მიმართა