სირია რუსეთის დახმარებით მზადაა მილიონი სირიელი სამშობლოში დააბრუნოს

0
1641

 

სირია რუსეთის დახმარებით მზადაა მილიონი სირიელი სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „2015 წლიდან, როცა სირიის ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლება დაიწყო, მილიონზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ახლა არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში კიდევ მილიონი ლტოლვილი დაბრუნდეს“ – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.  მისივე განმარტებით, რუსეთის მხარდაჭერით, სირიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, აღდგება სატრანსპორტო მარშრუტები და უსაფრთხოების ცენტრები. „ასე რომ, სირიას შეუძლია, დაიწყოს ლტოლვილების მიღება“ – თქვა შოიგუმ.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. მოგვიანებით კი, ომში რეგიონული და გლობალური ძალები ჩაერთვნენ. ბოლო მონაცემებით, სირიაში შექმნილი ვითარების გამო მსოფლიოს 45 ქვეყანაში სირიიდან დევნილი 7 მილიონამდე ადამიანია დევნილი, ხოლო ომის დაწყების შემდეგ 511 000 ადამიანი დაიღუპა.