იტალიის კათოლიკურმა ეკლესიამ ასი ერითრიელი მიგრანტი შეიფარა

0
1299

იტალიის კათოლიკური ეკლესიისა და ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს სიცილიის სანაპიროზე ერთი კვირის წინ გაჩერებული გემიდან გადმოსვლის უფლება მისცეს. მათი უმეტესობა ერიტრეელია. ამის შესახებ BBC წერს.

180-მდე მიგრანტიდან იტალიის ეკლესია 100-მდე მიგრანტზე აიღებს პასუხისმგებლობას, დანარჩენ მიგრანტებს კი ალბანეთი და ირლანდია გაინაწილებს.

გემმა გასულ კვირაში ხმელთაშუა ზღვაში, გადატვირთული ნავიდან 190 მიგრანტი აიყვანა. მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ისინი იტალიაში, საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ლიბიელი მიგრანტები იტალიისკენ მალტიდან წავიდნენ. მალტა მათ დაბრუნებაზე უარს ამბობს, რადგან მიგრანტების მიზანი იტალიამდე მიღწევა იყო.