ესპანეთის სანაპიროსთან ხუთი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

0
2451

ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, ხუთი კი კუსტარულად დამზადებული ნავის კატასტროფის დროს დაიღუპა.დასავლური მედიის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ღამის საათებში, კუნძულ ალბორანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

ჩრდილოეთ აფრიკელები ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას კუსტარულად დამზადებული სამი ნავით ცდილობდნენ, როდესაც პატრულირებისას ვერტმფრენიდან შეამჩნიეს. მაშველებმა გადარჩენილი მიგანტები გრანადის პროვინციაში მდებარე ქალაქ მოტრილში გადაიყვანეს.