ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

0
1284

ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენას ვენის ალბერტინასმუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენის მთავარი მიზანია მხატვრის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.