საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ელჩად დაინიშნა

0
1671

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე  დავით დონდუა დაინიშნა.მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია რომ ის საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში ინიშნებოდა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, თუმცა დღეს პრეზიდენტის ხელმოწერით ავსტრიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე  გამოსცა.

დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  იყო. ის ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი; საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი; სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი და სხვა.  2008–2014  წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.  მას 2001 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.