საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური არჩევნებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას იმუშავებს

0
1417

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური არჩევნებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას იმუშავებს, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სადაც ნათქვამია რომ: ,,2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ამომრჩევლების რეგისტრაციის ბოლო ვადად კანონის თანახმად, განსაზღვრულია მ.წ. 7 ოქტომბერი. შესაბამისად, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური იმუშავებს 6 და 7 ოქტომბერს (შაბათ-კვირას) 10.00-დან 13.00 საათამდე, დაინტერესებულ პირთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით.
P.S. შაბათ-კვირას განხორციელდება მხოლოდ საარჩევნოდ მოქალაქეების რეგისტრაცია. სხვა საკონსულო მომსახურების მიღება არ იქნება შესაძლებელი.”