სალომე ზურაბიშვილის განცხადებით – ქვეყანაში უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტების შემოტანა რისთვისაც ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში მიდიან

0
5320

,, ვიქნები ევროპის შემომტანი ქვეყანაში და არა მხოლოდ იმის ლოდინში, თუ როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, რაც უთოდ მოხდება. ქვეყანაში უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტების შემოტანა, რომელიც გახდის ისეთი დონის ქვეყანას, როგორიცაა ევროპის სხვა ქვეყნები და რისთვისაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან, რათა ნახონ ის კომფორტი, სტანდარტები, უსაფრთხოება და დაცულობა, რაც აქ გვინდა. ამიტომ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, სწრაფად, პარლამენტთან, მთავრობასთან, საზოგადოებასთან – ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გადმოვიტანოთ და აღარ დაველოდოთ რაღაცებს.

ამასთან, გარეთ იმაზეც უნდა ვიმუშაოთ, რომ სწორედ ევროკავშირის დაახლოება მოხდეს უფრო სწრაფად და მოვითხოვოთ მათთან მოლაპარაკებებში ცოტა მეტი, რასაც ვითხოვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება. ამიტომ, მჭირდება მე თქვენთან ძალიან ახლო ურთიერთობა. მათგან კარგად უნდა ვიცოდეთ, რა როგორ შეიძლება ვითხოვოთ, თუ როგორ უნდა ვითხოვოთ, ამაზე მკითხეთ მე“ –  მიმართა პრეზიდენტობი კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებს.