დავით ზალკანიანის განცხადებით – სოფო წიკლაურის ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად სახელმწიფო მზადაა ოჯახს დაეხმაროს

0
7544

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ათენში 24 წლის გოგონას გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. დავით ზალკალიანის თქმით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია. მინისტრის განცხადებით, საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

დავით ზალკალიანის აცხადებს, რომ თუ ოჯახი ახალგაზრდა ქალის გადმოსვენებას მოისურვებს, სახელმწიფო მათ დაეხმარებათ. „საელჩო და კერძოდ კონსული, აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ოჯახი ინფორმირებულია, გარდაცვლილის დედა იმყოფებოდა საელჩოში კონსულთან და ბუნებრივია, ჩვენ ყველა იმ პროცედურაში ვართ და ვიქნებით მომავალში ჩართული იმისთვის, რომ თუკი ოჯახი მოისურვებს მის გადმოსვენებას, რომ ეს მოხდეს უპრობლემოდ და რაც შეიძლება ოპერატიულად,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე  გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.