ირაკლი ღლონტი უკრაინის ქართული დიასპორის პრეზიდენტთან ნიკოლოზ გუგეშაშვილთან ერთად ახალი ინიციატივით გამოდის

0
2678

ირაკლი ღლონტი უკრაინის ქართული დიასპორის პრეზიდენტთან, ნიკოლოზ გუგეშაშვილთან ერთად ახალი ინიციატივით გამოდის და ქართული დიასპორის თვითმმართველობის ფორმირების აუცილებლობას ხედავს. მისი განცხადებით: ,, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დაცვა ჩვენი უპირველესი მიზანია, სწორედ ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ და ავამოქმედოთ ის მექანიზმები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს ჩვენს მიერ ინიცირებულ დეკლარაციაში. იმისათვის, რომ სამივე პუნქტი სინამდვილედ ვაქციოთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ქართველებს ვთავაზობთ მხარი დაუჭირონ ჩვენს დეკლარაციას. ეს იქნება ჩვენი მამოძრავებელი ძალა და ყველაზე დიდი ინსტრუმენტი ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად და დასახული მიზნების მისაღწევად”

ამასთან /manifest.ge -ზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით (https://manifest.ge/main/item/2316?fbclid=IwAR1jpxoE2zr5ShWl0___0NTVTqqfc2aLAnFpYD68SLYox1dSFcLODnGzIJU ) საჯაროდ გაცხადებულია რომ : ქართული სახელმწიფოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ხალხის (ქართული დიასპორა) წინაშე არსებული მრავალფეროვანი გამოწვევების გათვალისწინებით, თითოეული ჩვენგანი სრულად ვიზიარებთ დემოკრატიული მმართველობის მოდელის – თვითმმართველობის სისტემის ფორმირების საჭიროებას და დეკლარაციის მიხედვით მისი მხარდამჭერები ხედავენ აუცილებლობას –  შეიქმნას ქართველი ხალხის ეფექტური უფლებადაცვითი მექანიზმები მიმღებ ქვეყნებში; ამოქმედებულ იქნას ქართველი ხალხის უცხოეთში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმები; ამოქმედებულ იქნას სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის რეალური და ეფექტური სახელმწიფო პროგრამები – ხოლო დეკლარაციის უმთავრეს მიზანს  ქართული   დიასპორის  თვითმმართველობის შექმნა წარმოადგენს.”

ირაკლი ღლონტის მიერ ტელეკომპანია იბერიაში გაკეთებული განმარტება ამავე საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/officialglonti/videos/2254139274866762/