ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა

0
4053

ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”. გამოფენა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით.

გამოფენა გახსნა ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, სვაინ ენგელსტადმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, მაია ყიფშიძე, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი (Emeritus) იენს ბრაარვიგი და ცნობილი ნორვეგიელი ლინგვისტისა და ქართულის მცოდნე ჰანს ფუგტის შვილი, პეტერ ფუგტი. გამოფენის გახსნის ბოლოს, სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.