ალიკანტეში ქართული დროშა ამაყად ფრიალებდა – ანსამბლ ,,იბერიას” წარმატება ესპანეთში

0
1947

12 ოქტომბერს, ესპანელებისთვის მნიშვნელოვან დღეს, ალიკანტეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში ქართულ დიასპორასთან არსებულმა , შემოქმედებითმა ფოლკლორულმა ანსამბლმა” იბერიამ “ მიიღო მონაწილეობა.

,,არც ერთი უცო ქვეყნის დროშა არ აფრიალებულა საქართველოს დროშის გარდა და როდესაც კათედრალში შევედით, ტაშით მიეგებენ ჩვენს დროშას, ნიშნად იმისა,რომ პატივი ვეცით ამ დიდ დღეს. ჩვენთვის ნემდვილად დიდი პატივი და საამაყო ფაქტია ის, რომ გამორჩეულად მიგვიწვიეს და მონაწილება მივიღეთ ამ დიდ დღესასწაულზე. ჩვენს პატარებს კი უდაოდ ეკუთვნოდათ ეს,ვინაიდან ესპანეთი მათი სამშობლოა, ამ მიწაზე დაიბადნენ და იზრდებიან,მაგრამ აქ, შორეულ ესპანეთში, 12 ოქტომბერს,საქართველოს დროშა აღმართეს და კიდევ ერთხელ აუწყეს მსოფლიოს თავის ქართველობა!” – ნათქვამია აღნიშნული დიასპორული ორგანიზაციის საინფორმაციო გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.