ნინა რურუას განცხადებით იტალიის ხელისუფლებამ კრიმინალის წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლა დაიწყო

0
1982

ასოციაცია CE.S.E.F (სერვის-ცენტრი) და ასოციაცია A.I.S-ის ხელმძღვანელის იურისტ ნინა რურუას განცხადებით იტალიის ხელისუფლებამ კრიმინალის წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლა დაიწყო , ამის შესახებ განცხადება მან ინტერნეტ-პორტალ nostal.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მისი ინფორმაციით:,, შემცირდა კრიმინალის დონე, იმიტომ რომ შსს მინისტრმა სალვინიმ ძალიან მკაცრად გაილაშქრა კრიმინალების წინააღმდეგ. ადრე, მაგალითად, ქალაქებში შეიძლება საერთოდ ვერ დაგენახა პოლიცია, ახლა პირიქით – მეტი კონტროლია და კრიმინალის დონეც უფრო დაბალია. სალვინი შეუპოვრად იბრძვის კრიმინალის წინააღმდეგ. ქონების ჩამორთმევაც დაიწყო იმ მაფიოზური დაჯგუფებებისთვის, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ეს ქონება” -აცხადებს იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი იურისტი.