ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ.კაიროში ღონისძიება “ქართული საღამო“ გაიმართა. საღამოს ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციებს და ქვეყნის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესგარემოს, ტრადიციებისა და კულტურის ამსახველი საინფორმაციო მასალა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. საღამოზე დამსწრე სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ეროვნული კერძები და ალკოჰოლური სასმელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეგვიპტეში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ასევე ადგილობრივი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს საელჩომ ასევე მონაწილეობა მიიღო ქ. კაიროში გამართულ კულინარიის მე-4 საერთაშორისო ფესტივალში (CUISINE IV), რომელზეც სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს კერძები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სტუმრების მხრიდან, წარმოდგენილმა ქართულმა კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. საღამოს დაესწრნენ ეგვიპტის საზოგადოების, ბიზნეს-წრეების და მასობრივი ინფორმაციის წამყვანი საშუალებათა წარმომადგენლები, აგრეთვე ქ.კაიროში აკრედიტებული ელჩები და მაღალი რანგის დიპლომატები. კულინარიის ფესტივალი ორგანიზატორი იყო ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი მედია კორპორაციის Al – Ahram-ის მიერ.