ლონდონთან ახლოს ოლივერ და მარჯორი უორდროპების საფლავზე ქართულენოვანი მემორიალი გაიხსნა

0
1474

ლონდონთან ახლოს, სევენოუკსში, ოლივერ და მარჯორი უორდროპის საფლავზე გაიხსნა  მოქანდაკე – ჯუმბერ ჯიქიას შესრულებული ორენოვანი სამადლობელი გრაგნილი: ,,ოლივერ და მარჯორი უორდროპებს მადლიერი ქართველი ხალხისაგან”- წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და მემორიალის გახსნის ინიციატორ ფრიდონი საყვარელიძე.

მემორიალი ეძღვნება ოლივერ და მარჯორი უორდროპებს, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ ოლივერ უორდროპი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში.