ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი მსოფლიო ინტერნაციონალური კომიტეტის წევრი გახდა.

0
6148

როგორც Diaspora.ge -სათვის გახდა ცნობილი ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ბრიუსელში მსოფლიო ინტერნაციონალური კომიტეტის წევრი ორგანიზაცია გახდა, რაც პირველი საერთაშორისო აღიარება და მიღწევაა ქართული დიასპორული ორგანიზაციების და მთელი ქართული დიასპორის ისტორიაში.  აქვე გთავაზობთ ქართული დიასპორისა და ემიგრაციისადმი ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთა მიმართვას:

,, მსოფლიოში გაბნეულო, ჩვენო საყვარელო ქართველო ემიგრანტებო,
გვაქვს პატივი მოგახსენოთ,რომ 2017 წლის 27 სექტემბერს ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში, პირველად დაფუძნდა ქართული ემიგრაციის ორგანიზაცია. “ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“ რომელიც შეუერთდა მსოფლიო ინტერნაციონალურ კომიტეტს და ანალოგი არა ჰყავს ქართული ემიგრაციის ისტორიაში,
ინტერნაციონალური კომიტეტი(Internationale comité ),არსებობს 1950 წლიდან ბრიუსელში,ამ ორგანიზაციის წევრად გახდომა დიდი პატივია ყველა არასამთავრობი ორგანიზაციისთვის,რადგან კომიტეტის ძირითაი კრიტერიუმებია დამოუკიდებლობა,დემოკრატიული პრინციპები და ფასეულობები რომლებსაც ევროპული ჰქვია,შენი საკუთარის შენარჩუნებით! ინტერნაციონალური კომიტეტი არის,დამოუკიდებელი,დემოკრატიული,მულტიფუნქციური ფედერაცია,ის აერთიანებს ემიგრანტთა ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,იმისათვის რომ შედგეს სოლიდარობის,ეთნიკური,კულტურული და ერთმანეთთან თანაცხოვრების პრეცენდენტები,ინტერნაციონალურ კომიტეტში შემავალი ორგანიზაციები კოორდინირებულად მუშაობენ ბელგიის ხელისუფლებასთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროსტრუქტურებთან,ყველა საჭირო მიმართულებით
გულითადად ვულოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და წინსვლას ჩვენს ემიგრანტებს, იმედი გვაქვს,რომ ჩვენი შეხვედრები სულ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს!.ვერც ერთი სახელმწიფო,ვერ იარსებებს,ვერ დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და ვერ დაიკავებს ღისეულ ადგილს, თუ არ ჰყავს ძლიერი დიასპორა.
დროა რომ ქართული დიასპორა გაძლიერდეს,ჩვენ ალბად დიდი
დრო დაგვჭირდება, რომ გავეჯიბროთ მსოფლიოს სხვა დიასპორებს,მაგრამ ,ჩვენ შეგვიძლია დღეს პირველი ნაბიჯები გადავდგათ.იმედია, რომ ჩვენი ორგანიზაციის ინტერნაციონალურ კომიტეტში დარეგისტრირება, დაგვეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციის სამომავლო საქმიანობის წარმართვაში. ქართველ ემიგრანტთა დიასპორის საერთაშორისო ცენტრის მიზანია, შედეგზე ორიენტირებული დიასპორა,დიასპორას შორის კომუნიკაციის გაღრმავება.
ემიგრაციაში არსებული პრობლემების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და მათი გადაწყვეტის ერთობლივი გზების მოძიება.
ჩვენ ინტენსიური ნაბიჯებით ვუახლოვდებით დიდი ევროპის კარიბჭეს,იმისათვის რომ ქართული ემიგრაცია, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად ღირსეულად დამკვიდრდეს ევროპის დიდ ოჯახში, ამ ორგანიზაციის დაფუძნება ბელგიის სამეფოს ევროპარლამენტში ერთადერთი უპრეცედენტო მიღწევაა,ასევე მნიშვნელოვანია „ქართული ემიგრაციის სართაშორისო ცენტრის“ დარეგისტრირება მსოფლიო ინტერნაციონალურ კომიტეტში.იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კულტურული ემიგრაციის დამკვიდრებაზე,მათი აღრიცხვის, შრომის კანონის .ჯანმრთელობის,განათლების ,სამართლის და სხვა დამცავ მექანიზმზე,საჭიროა ნათელი წარმოდგენა შევქმნათ თითოეული სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე:ემიგრანტები, სტუდენტები, პენსიონერი ემიგრანტები, სუსტი ორგანიზაციები, ბავშვები. ჩვენი პროექტების ძირიდათი იმპულსი იქნება.ჩვენი პროგრამა მოიცავს, მასში თავმოყრილი ორგანიზაციების გაძლიერებას. ძლიერი ემიგრაციის შექმნისათვის გააქტიურდება ყველა სამიზნე სფერო:განათლების, კულტურის,ტურიზმის, ინვესტიციების,სამართლის, სოციალური, საინფორმაციო თუ სხვა. დაიხვეწება დიასპორასა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა.ორგანიზაციის მიზანია:მიგრანტთა და დიასპორული გაერთიანებების თავმოყრა კომიტეტის პროგრამებთან თანხვედრილად. ასევე ამ ორგანიზაციის ფილიალების დაარსება ევროპისა და ამერიკის ემიგრაციაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ლობი ემიგრაციაში ,რომელიც მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ქვეყანას.ჩვენ უნდა გამოვიყენოთ უცხოური დიასპორების გამოცდილება, ამისათვის ჩვენ უკვე შევქმენით ამინდი ინტერნაციონალურ კომიტეტთან ერთად.ამ ორგანიზაციის სახით, ჩვენ გვყავს დამცავი ქოლგა.რომელიც ყველა ჩვენს წამოჭრილ საკითხს დროული მსჯელობით და გადაწყვეტილებით გვიპასუხებს.მნიშვნელოვანია ,რომ ინტერნაციონალური კომიტეტი დიასპორების ერთიან სივრცეს ქმნის,სადაც ქართული დიასპორის ორგანიზაცია იქნება ამოსავალი წერტილი, მსოფლიოში გაბნეული, ჩვენი თანამემამულეების აუცილებლობიდან გამომდინარე დაეხმაროს მათ.
ვიმუშავებთ ყველა ქვეყნის ქართულ დიასპორასთან, კომიტეტის მხარდაჭერით, რომელიც ევროსტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს ვეცდებით წარმოვაჩინოთ ქართული დიასპორა, როგორც ინიციატორი და სტიმულატორი მსოფლიო ინტერნაციონალურ დიასპორაში.ვიმსჯელებთ საემიგრაციო კანონმდებლობის რეორგანიზაციის მოტივირებაზე, განვსაზღვრავთ ყველა სტრუქტურის ჩასატარებელ სამუშაოებს.დიასპორის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნით კოორდინაციას გაუწევთ ყველა ქვეყანაში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს .განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მოზარდებსა და ახალგაზრდებს.
ჩემო საყვარელო ემიგრანტებო , კომიტეტში გაერთიანებით ჩვენი ქართული ემიგრაცია შედის ინტელექტუალიზმის უმაღლეს ფაზაში, ვეცდებით მოვიზიდოთ განსაკუთრებით საქმიანი და წარმატებული თანამემამულეები, ასევე ვიზრუნოთ თითოეული ემიგრანტის პოტენციალის გამოვლინებისათის. ჩვენი მზაობა მიმართული იქნება ქართველი ემიგრანტების ინტელექტუალური და კულტურული თვითმყოფადიობისათვის მიმღებ ქვეყნებში.

საჭიროდ მივიჩნიეთ დავაარსოთ „დიასპორის სახლი’“ საქართველოში,სადაც. ერთ სივრცეში თავს მოიყრის ყველა სტრუქტურა და სამშობლოში სტუმრად მყოფ თუ დაბრუნებულ ემიგრანტებს საშუალება მიეცემათ განიხილონ პრობლემური საკითხები და წინადადებები, დაგეგმონ მათი გადაჭრის გზები
სამშობლოში სტუმრად ჩამობრძანებულ ემიგრანტებს და დაბრუნებულ თანამემამულეებს ექნებათ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა „დიასპორის სახლი“ გამოიკვლევს თითოეული ემიგრანტის პრობლემებს და სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საჭირო დახმარებას აღმოუჩენს. ხელი შეეწყობა საინტერესო ღონისძიებების განხორციელებას ნებისმიერ ემიგრანტულ თემებზე. დაბრუნებული ემიგრანტებისათვის დიასპორის სახლის ამოქმედება სავარაუდოდ ზაფხულისათვისაა დაგეგმილი. პრეზენტაცია კი იანვრის 23_ში გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანება, მართლზომიერი საშუამავლო ტენდენცია,იქნება ქართულ სახელმწიფოსა და ევროპას შორის კულტურული ემიგრაციის ახარისხების ცოცხალი ორგანიზმი. პროგრესულ ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი ემიგრაციის პრაქტიკული და საიმედო ცვლილებებისათვის.ჩვენი ორგანიზაცია იმუშავებს ევროპარლამენტის თანხვედრილი პროგრამებით და პროექტებით, კომიტეტთან ერთად, სადაც თვითეული ემიგრანტის ინიციატივა ,იდეები თუ ნოვაციები იქნება ორმხრივი ურთიერთობების კეთილგანწყობილი თანადგომა, როგორც ჩვენი ემიგრანტების, ასევე ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის.ევროპარლამენტი ხელმისაწვდომი და პოზიტიური გარემოა ჩვენი პერსპექტივისათვის რადგან შემოვლითი გზების გარეშე ,კომიტეტის უშუალო შუამდგომლობით შეგვიძლია დავაყენოთ პრობლემები ემიგრანტის უფლება მოვალეობის, განათლების, კულტურის, პოლიტიკის თუ სხვა ნებისმიერ სფეროში,რომელსაც თქვენი დახმარებით და ძალისხმევით ჩემო ემიგრანტებო, ახალ ფურცელს გადავშლით ჩვენს ემიგრაციულ საქმიანობაში. ჩამოვაყალიბებთ და საფუძველს ჩავუყრით ბევრ ახალ მნიშვნელოვან წამოწყებას.

პატივისცემით ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის
დამფუძნებლები:

ბელგიის სოც-დემოკრატიული პარტიის წევრი ანა ბალამწარაშვილი.(ბელგია)
ათენის ქართული სახლის პრეზიდენტი. დარეჯან ღამბაშიძე(საბერძნეთი)