საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.

0
1878

საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი პროექტის მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს და ერთთვიანი კურსის მიზანია ფერეიდნელ ქართველებს შეასწავლონ ქართული ენა და ხალხური სიმღერა, გააცნონ საქართველო და დააახლოვონ სამშობლოს.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილეებს თანატოლებთან მჭიდრო კონტაქტების გაბმა და საქართველოს კულტურისა და ყოფის უკეთ შესწავლაში წარმატებები უსურვა.

ფერეიდნელმა ქართველებმა საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი – ხელნაკეთი სპილენძის მოხატული თეფში გადასცეს.