სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ

0
2677

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით სექტემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ.  მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში 16,42 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საბერძნეთიდან 14,17 მლნ აშშ დოლარი შევიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ორივე ქვეყნიდან ფულადი
გზავნილების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და წელს ის 23.3 % -ს შეადგენს.

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან  სექტემბერში  სულ 46,65 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.