რას ფიქრობს პედრო სანჩესი პარტია „პოდემოსის“ ინიციატივაზე ?!

0
2160

პედრო სანჩესი მარიხუანა ლეგალიზების შესახებ დებატებს თავს არიდებს ოპოზიცია კი ლეგალიზაციას ითხოვს , ესპანეთის პარლამენტში მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ მარიხუანას ლეგალიზების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, „პოდემოსის“ წევრებს პარლამენტში მარიხუანას კულტივაციის, გაყიდვისა და მოხმარების ლეგალიზების შესახებ დებატების დაწყება სურთ.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მარიხუანას წარმოების ლიცენზიების გაცემაზე.

„აბსურდია, რომ შეგიძლია ტეკილა და ჯინი სუპერმარკეტში შეიძინო, მარიხუანა კი არალეგალურია“, – განაცხადა პარტია „პოდემოსის“ ლიდერმა პაბლო იგლესიასმა.

პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას ძირითადად, სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზება. ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კანაფის მოხმარება დასაშვებია სამკურნალო მიზნით, თუმცა თავად მცენარე სამკურნალოდ არ მიიჩნევა და მისი მოწევა სამედიცინო მიზნებისთვის აკრძალულია; ექიმის დანიშნულებით დასაშვებია მხოლოდ კანაფის დერივატები. „პოდემოსის“ გეგმა კანონდამრღვევებისთვის მკაცრ სადამსჯელო ზომებს ითვალისწინებს. ესპანეთში მარიხუანას ლეგალიზების შესახებ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც სოციალისტურ პარტიას წარმოადგენს.